შაბათის სკოლის მეექვსე კლასის, მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ბილეთები და ნაშრომები!
- 04 ივლისი, 2020
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,
შაბათის სკოლის მეექვსე კლასის, მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ბილეთები იხილეთ, აქ.
შაბათის სკოლის მეექვსე კლასის, მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ნაშრომები იხილეთ, აქ.
სააპელაციო განაცხადი პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღება 6 ივლისის 18 საათამდე.
სწორი პასუხები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 6 ივლისს 18 საათამდე.
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 8 ივლისს 18 საათამდე.
შედეგის აპელაცია მიიღება 9 და 10 ივლისს.
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 11 ივლისს 18 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად სკოლის მე-7 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად სკოლაში არ მიიღება, იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თ ანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა).
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!